logo_geo
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართება
- +

6 იანვარი. 2024. 17:35

 

 

ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს,12:00 საათზე,ზუგდიდში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართება.

 

ტრადიციული ალილოს მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყება და ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც საზეიმო პარაკლისი ჩატარდება.

 

საშობაო ალილოს დროს ქველმოქმედების მიზნით სხვადასხვა სახის ნივთები და საკვები პროდუქტები შეგროვდება.

 

 

 

big_banner
არქივი