logo_geo
ბოლნისში ავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- +

8 იანვარი. 2024. 18:49

 

 

ბოლნისში, სოფელ ბალახაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 2 ადამიანს დაეჯახა. არასრულწლოვნები ადგილზევე დაიღუპნენ.

 

გავრცელებული ცნობით, დაღუპულები არასრულწლოვანი ძმები არიან.

 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

 

შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

 

big_banner
არქივი