logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა
- +

20 იანვარი. 2024. 13:10

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი  მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ.

 

ვახტანგ მაისურაძემ და შოთა ბეგლარშვილმა ირაკლი დემეტრაშვილს და ბაქარ ერაშვილს (ძიუდო მწვრთნელები - ნუგზარ და სოსო მამულაშვილები), ნიკოლოზ ქენქაძეს და გიორგი ახვერდოვს (კრივი - მწვრთნელი ოთარ თოიძე), თამარ აზმაიფარაშვილს და თამაზ კაციაშვილს (ტაეკვანდო - მწვრთნელები ალექსანდრე მანძულაშვილი და ლევან მამულაშვილი) მიულოცეს ახალი წელი, მიღწეული წარმატებები და სამომავლო მხარდაჭერა გამოუცხადეს.

 

სპორტსმენები და მწვრთნელები მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისებას - დაჯილდოვდნენ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი