logo_geo
კახეთში სანადირო თოფიდან გასროლით 3 ადამიანი დაჭრეს
- +

21 იანვარი. 2024. 23:57

 

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში სანადირო თოფიდან გასროლით სამი ადამიანი დაჭრეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის ქეიფის დროს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

 

არსებული ცნობით, ჩხუბის დროს, სუფრაზე მყოფმა ერთმა პირმა სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სამი თანასოფლელი დაჭრა. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

 

 

 

big_banner
არქივი