logo_geo
ფოტოკონკურსი „ჩემი თვალით დანახული მარტვილი“
- +

26 იანვარი. 2024. 11:33

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული ფოტოკონკურსი - „ჩემი თვალით დანახული მარტვილი“ დასრულდა.

 

კონკურსში მონაწილეობა  მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. მონაწილეების მიერ გადაღებული ფოტოები შესაბამისმა ჟიურიმ გადაარჩია და გამარჯვებულები ხმათა უმრავლესობით გამოავლინა. კონკურსში მონაწილეობა 29 მოსწავლემ მიიღო.

 

ფოტოკონკურსის პირობების შესაბამისად გამოვლინდა გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში:

 

„თავისუფალი თემა“ - თამუნა კალანდია, სალხინოს საჯარო სკოლა.

 

„საუკეთესო პორტრეტი“ - ნინი ძიძიგური, აბედათის საჯარო სკოლა.

 

„გაცოცხლებული ისტორია“ - ლიზი ბედია,  სერგიეთის საჯარო სკოლა.

 

„ჩემი კუთხე“ - დათა ჯანაშია,  გაჭედილის საჯარო სკოლა.

 

გამარჯვებულები 200 ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერით, ხოლო მონაწილეები სიგელებით,  ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ დააჯილდოვა.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებულებს  და წარმატებებს უსურვებს!!!

 

გამოფენა გრძელდება. დამთვალიერებელს შესაძლებოლობა აქვს დაათვალიეროს მონაწილეთა ნამუშევრები.

 

 

 

 

big_banner
არქივი