logo_geo
ოზურგეთში დასრულდა მუშაობა მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე
- +

31 იანვარი. 2024. 11:11

 

 

ოზურგეთში დასრულდა მუშაობა მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე.

 

„დაინტერესებულ მხარეებს მინდა ვუთხრა, რომ დასრულდა მუშაობა მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტზე - ეს არის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე. მასში გაწერილია ადგილობრივი ხელისუფლების ხედვა, მიზნები და ამოცანები, ასევე, მათი მიღწევის კონკრეტული მექანიზმები,“ - განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ. 

 

მისი თქმით, ამ გეგმით განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი კურსი მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

 

„აქვე გეტყვით, რომ დასრულდა მუშაობა მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალურ დოკუმენტზე, რომელიც სრულად ეყრდნობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალურ პრიორიტეტებად განისაზღვრა 11 მიზანი და 30 ამოცანა. ეს დოკუმენტები საკრებულოს უკვე წარედგინა განსახილველად. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და ყველა საჯარო მოხელეს ვინც ჩართული იყო, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს დოკუმენტების შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის,“ - აღნიშნა მერმა.

 

 

big_banner
არქივი