logo_geo
ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის ბიუჯეტის 11%-ზე მეტი მოხმარდება გარემოსდაცვით ღონისძიებებს, ნარჩენების მართვას და კომუნალური სერვისების განვითარებას
- +

31 იანვარი. 2024. 11:17

 

 

„წელს, ოზურგეთის ბიუჯეტის 11%-ზე მეტი მოხმარდება გარემოსდაცვით ღონისძიებებს, ნარჩენების მართვას და კომუნალური სერვისების განვითარებას - ვზრდით დასუფთავების მომსახურების არეალსაც. ამ მიზნით, განხორციელდება მატერიელურ-ტექნიკური ბაზის განახლება: 2024 წელს ოზურგეთი მიიღებს დამატებით 3 ახალ ნაგავმზიდს, რომელიც მოემსახურება ჩვენს მუნიციპალიტეტს,“- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

 

როგორც მან აღნიშნა მოხდება დამატებით ნაგავშემკრებ კონტეინერების შეძენაც. ამავე დროს, დაწყებულია დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი სისტემის დანერგვა, საიდანაც მიღებული შემოსავალი ისევ და ისევ სერვისის მიწოდებას და მის გაუმჯობესებას მოხმარდება.

 

 

big_banner
არქივი