logo_geo
ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად აღაიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ
- +

16 თებერვალი. 2024. 10:00

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად აღაიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.

 

შეხვედრა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით გაიმართა.

 

გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, გადაწყვეტილება კი სოფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემების მოგვარებაზე მიიღეს.

 

შეხვედრაზე ასევე სოფლებისთვის სხვა საჭიროებებზეც ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ეტაპობრივად მოგვარდება.

 

მიმდინარე წელს კასპის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 950 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი