logo_geo
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტში ღონისძიებები გაიმართა
- +

26 თებერვალი. 2024. 17:11

 

 

საბჭოთა ოკუპაციის 103-ე წელთან დაკავშირებით, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში ღონისძიებები გაიმართა.

 

სოფელი სასირეთში  გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმისა და  ხოვლეს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის ერთობლივი თემატური ღონისძიება -  „1921 წლის 25 თებერვალი - დღე, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს“" გაიმართა.

 

კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახლად რეაბილიტირებულ საგამოფენო დარბაზში  - ფოტოგამოფენა „კასპელები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში“ გაიმართა.

 

კასპში, ოკუპაციის თემატიკის ამსახველი გამოფენები გაიმართა ცენტრალურ და საქალაქო ბიბლიოთეკებში.

 

 

big_banner
არქივი