logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი სოსიაშვილთან და პარლამენტის წევრ ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად კასპელ ახალგაზრდებს შეხვდა
- +

29 თებერვალი. 2024. 18:16

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი სოსიაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად კასპელ ახალგაზრდებს შეხვდა.

 

შეხვედრა კასპის პროფესიულ კოლეჯში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა არსებულ გამოწვევებზე, ახალ იდეებსა და ამ იდეების განხორციელების გზებზე ისაუბრეს. შეკრებილებმა მათთვის საინტერესო ინიციატივებიც გააჟღერეს, რაც მუნიციპალიტეტში მეტი სპორტული და ახალგაზრდული სივრცის, დებატების კლუბისა და ბიბლიოთეკის მოწყობას გულისხმობს.

 

ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს ვახტანგ მაისურაძემ და პარლამენტის წევრებმა უპასუხეს და სამომავლო გეგმებიც გააცნეს.

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც მოეწყობა.

 

big_banner
არქივი