logo_geo
ძლიერმა ქარმა იმერეთში 60 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და 25 ხე წააქცია
- +

30 ნოემბერი. 2018. 19:17

 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს პრობლემები შეუქმნა.

 

„იმერეთში ქარმა 60 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, 25 ხე წააქცია და 5 ავტომანქანა დააზიანა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის, რეგიონიდან შესულია 210 შეტყობინება.

მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებებს განაგრძობენ. რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი.

 

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აქაც ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და დააზიანა ხეები“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 


 

 

big_banner
არქივი