logo_geo
რაჭაში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ
- +

15 იანვარი. 2019. 16:44

 

რაჭაში, კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე მესამე დღეა, დაკარგულ ახალგაზრდას, შოთა სამხარაძეს ეძებენ.

 

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს.

 

სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები აქტიურ საგამოძიებო და სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ.

 

საქმეში ჩართული არის ადგილობრივი მოსახლეობაც. რეგიონში ამჟამად თოვლის საფარი დიდია და სამუშაოები გართულებულია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი