logo_geo
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძრის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა
- +

26 ნოემბერი. 2019. 13:47

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძრის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა.

 

როგორც „საქართველოს პირველ არხს“ სოფელ გრემში ყვარლის მერის წარმომადგენელმა, დავით ბერიკაშვილმა განუცხადა, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის შემდეგაც მოხდა აფეთქება და ხანძარი გაჩნდა.

 

მისივე ინფორმაციით, სახანძრო სამსახური შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდა. დავით ბერიკაშვილის თქმით, მეხანძრეების მისვლამდე ხანძრის ჩაქრობას ადგილობრივები ცდილობდნენ, მაგრამ 12 წლის ბიჭმა სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.

 

ამ წუთებში ხანძრის ლოკალიზაცია მიმდინარეობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი