logo_geo
სოფელ ცაიშში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
- +

1 დეკემბერი. 2019. 12:30

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

 

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

 

ერთსართულიან სახლში შემთხვევის დროს ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

მოხერხდა ავეჯის მცირე ნაწილის გატანა. ოჯახის ახლობლები და მეზობლები დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევას ითხოვენ.

 

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი