logo_geo
სოფელ გრემში ხანძრის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
- +

3 დეკემბერი. 2019. 15:45

 

სოფელ გრემში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული 30 წლის ქალი გარდაიცვალა. მარი ეჟიშვილი 50%-იანი დამწვრობით თბილისის დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა.

 

ის თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი თბილისში ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

 

შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში 26 ნოემბერს მოხდა. ორსართულიან სახლს ცეცხლი სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან გაუჩნდა.

 

ხანძარს ასევე ემსხვერპლა 10 წლის ბავშვი, კიდევ ორი ადამიანი - 6 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი კი, რომელიც დღეს გარდაცვლილი ქალის დაა, დაშავდნენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი