logo_geo
დაბრუნება სოფელში: მივიწყებული ტრადიციებისა და გადაშენებული ჯიშების აღდგენაზე ზრუნვა
- +

8 დეკემბერი. 2019. 23:29

 

 

ხათუნა ღურჭუმალიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერის დაწყებითი კლასების მასწავლებელია, ის 25 წლის წინ დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს. სურს ლეჩხუმს დაუბრუნოს გადაშენებული ხეხილის ჯიშები: აბელოური, თურაშაული, ყინულა ვაშლი.

 

სოფლის მოსახლეობისგან ლეჩხუმური საჭმელების რეცეპტებს იწერს და აცოცხლებს, ამზადებს ლეჩხუმურ აჯიკას და საწებელს, აწარმოებს ტრადიციულ ხალმის ყველს და მჟავეს.

 

მისი ოცნებაა ეთნო-სამზარეულო სახლის აშენება, სადაც ადგილობრივ ქალბატონებს დაასაქმებს. ასევე ამბობს, რომ საჭიროა ახალგაზრდების სოფლად დასაქმება, მათთვის სამუშაო ადგილების შექმნა, რომ სოფლები არ დაიცალოს. სოფელს ახალგაზრდის ხელი და ძალა სჭირდება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი