logo_geo
ზუგდიდში საგზაო სამუშაოებისას მუშას ტრაქტორი დაეჯახა
- +

15 დეკემბერი. 2019. 15:28

 

ზუგდიდში, საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოების დროს მუშა დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას მცირე ზომის ტრაქტორი დაეჯახა. დაშავებული რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, მამაკაცს წვივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

შს სამინისტროში მომხდარზე საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი