logo_geo
გორში არასრულწლოვან გოგოს ეძებენ
- +

26 დეკემბერი. 2019. 14:51

 

გორში არასრულწლოვან გოგოს ეძებენ. მოზარდი 22 დეკემბრის შემდეგ არავის უნახავს. გოგონა რამდენიმე თვის წინ ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შემდგომ გადაიყვანეს გორში მოქმედ მცირე საოჯახო სახლში. აღნიშნული დაწესებულების შინაგანაწესის თანახმად, ბენეფიციარები 22 საათზე საოჯახო სახლში უნდა იმყოფებოდნენ. მას შემდეგ, რაც 22 დეკემბერს მოზარდი არ გამოჩნდა, საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად ახლობლებთან გადამოწმება დაიწო, შემდეგ კი, პოლიციას მიმართა.

 

ოფიციალურად, სამძებრო სამუშაოები დღეიდან დაიწყო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი