logo_geo
ბაკურიანში წყლის მიწოდება შეფერხებულია: წყალმომარაგების კომპანიის განცხადება
- +

2 იანვარი. 2020. 22:41


ზამთრის სეზონზე წყლის გაზრდილი მოხმარებისა და წნევის ვარდის გამო, დაბა ბაკურიანში, წყლის სტაბილური მიწოდება შეფერხდა.


გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ორი დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად. პარალელურად, კომპანია უზრუნველყოფს დაბის წყლით მომარაგებას და რეზერვუარების შევსებას წყალმზიდების საშულებით.

 

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 24 საათიან რეჟმში მუშაობს ბაკურიანსა და გუდაურში წყლის მიწოდების შეფერხების აღმოსაფხვრელად. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის ბაკურიან წყალი სტაბილურად მიეწოდება. ქსელის დაზიანების გამო, წყამომარაგების შეფერხება წარმოიშვა გუდაურში, მხოლოდ ე.წ რედკოს დასალხებაში.
პრობლემის მოსაგვარებლად თბილისიდან გუდაურში უკვე ჩავიდა კოპანიის ტექნიკური ჯგუფი, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად. დაზიანების გამოსასწორებლად და წყლის სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაბა გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაწყებული აქვს. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის სეზონურად არსებულ პრობლემებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

big_banner
არქივი