logo_geo
თერჯოლაში ავტომაგისტრალზე მანქანა დაიწვა
- +

4 იანვარი. 2020. 23:06

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში, ქუთაისი-ზესტაფონის ცენტრალურ მაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ცეცხლმოდებული მანქანიდან მძღოლმა გადასვლა მოასწრო და არ დაშავებულა. მძღოლი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.

 

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მივიდა. შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ავტომანქანის გაუმართაობაა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი