logo_geo
წყალმომარაგების საკითხზე ბაკურიანში შეხვედრა გაიმართა
- +

6 იანვარი. 2020. 22:24

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი ბაკურიანში სასტუმროების მფლობელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრას მხარის გუბერნატორი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სასტუმროების წარმომადგენლებს შექმნილ ვითარებაზე და წყალმომარაგების პრობლების მოგვარების გეგმაზე მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით, ახალი ტექნიკური გზების გამონახვის შედეგად დღეს ღამით უკვე დამთავრდება სამუშაოები, რომლის შემდეგ შეივსება ის რეზერვუარები, საიდანაც მარაგდება მთლიანად ბაკურიანი.

 

„შედეგად, არსებული გათვლებით, წყალმომარაგება კიდევ 60%-ით გაიზრდება. რაც შეეხება ტურისტულ ნაკადს, ის არ შემცირებულა მით უმეტეს უთოვლობის ფონზე. წყალმომარაგებაში არსებული პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ დამსვენებელს ყველა პირობა ექნება კომფორტული დასვენებისთვის. ამისათვის მოეწყო ახალი წრიული გზაც, რამაც საცობებისგან გზების განტვირთვას შეუწყო ხელი.

 

რაც შეეხება ბრალდებას, რომ თითქოს წყალმომარაგების პრობლემა ხელოვნურმა გათოვლიანებამ გამოიწვია, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს სამუშაოები მხოლოდ ერთხელ 4 დეკემბერს ჩატარდა და გავლენას წყალმომარაგებაზე ვერ მოახდენდა. შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები სასტუმროების მეპატრონეებთან მუდმივ კონტაქტზე რჩებიან, ინფორმაციას მათ სპეციალური ჩატის მეშვეობით მიაწვდიან“, - განცხადა ილია ბეგიაშვილმა.

 

ზამთრის კურორტებზე წყლით მომარაგების პრობლემის შესახებ დამსვენებლები უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ.

 

 

 

big_banner
არქივი