გუდაურში, „რედკოს დასახლებაში“ წყალმომარაგება აღდგენილია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, რომელიც ვითარებას ადგილზე ეცნობა.
მისივე თქმით, ბაკურიანის სასტუმროებში წყალმომარაგების პრობლემა სავარაუდოდ, საღამოსთვის მოგვარდება.