logo_geo
ზუგდიდის სოფელ ყულისკარში მიკროავტობუსის ამოტრიალების შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა
- +

10 იანვარი. 2020. 17:31

 

ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება. მას ქალა-ტვინის ღია ტრავმა აღენიშნება.

 

რაც შეეხება დანარჩენებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ზედაპირული დაზიანებები აქვთ.

 

სამარშრუტო ტაქსიში 18-მდე მგზავრი იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი დაშვებული საბურავი გახდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი