logo_geo
არადეთის ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
- +

11 იანვარი. 2020. 20:46

 

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, არადეთის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების დაწყებამდე, რიყის ნარჩევი ქვებით კირ-დუღაბის ხსნარზე აგებულ საფორთიფიკაციო ნაგებობა თითქმის სრულად იყო ჩამოშლილი. უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა შემორჩენილი ფრაგმენტებიც.

 

სარესტავრაციო პროცესი, რომელიც შპს „ბედეკი WESTI“-მ განახორციელა, არქიტექტურული კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის, შუა ბურჯისა და აღმოსავლეთის გალავნის აღდგენას მოიცავდა.

 

სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობისას შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები: გალავნის კედელი, მისი აღმოსავლეთის და დასავლეთის მხრიდან გათავისუფლდა ნაყარი მიწის მასისგან; მიწისა და ნაშალისაგან გაიწმანდა კომპლექსის კოშკების პირველი სართულების ინტერიერი; საკონსოლიდაციო სითხით ინექტირდა კომპლექსის სრუქტურის ვიწრო ბზარები; ციხის ინტერიერსა და ფასადებზე სრულად აღდგა მოშლილი საპირე წყობები; ავთენტური ფორმის სათოფურებითა და ღიობებით რესტავრირდა ჩამოშლილი კედლის საპირე წყობა; სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის ზედა სეგმენტზე მოეწყო ნახევარწრიული ქონგურები; შეიცვალა ღიობების თავზე არსებული დაზიანებული ხის ზღუდარები; მეორე, მესამე და ბანის სართულზე მშრალი ხის მასალისაგან მოეწყო ფიცრის იატაკი; მოეწყო სართულებზე ასასვლლელი სამი ხის კიბე; კოშკის ინტერიერი, ფასადები და გალავნის კედლები გამოილესა კირ-დუღაბის ხსნარით; დამზადდა და მოეწყო ხის კარის ბლოკი ნაჭედი ელემენტებით.

 

 

big_banner
არქივი