logo_geo
გორში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ქალი გარდაიცვალა
- +

6 თებერვალი. 2020. 21:53

 

 

გორში 60-წლამდე ქალი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით დაიღუპა.

 

„საქართველოს პირველი არხის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ქალი მეზობლებმა გარდაცვლილი სახლის აბაზანაში ნახეს.

 

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი