ბათუმში ზურაბ გორგილაძისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილში მცირეწლოვნებიც იმყოფებოდნენ.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.