logo_geo
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
- +

6 დეკემბერი. 2021. 23:28

 

 

„ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაცით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე მოძრაობა ქვისცვენისა და ზვავსაშიშროების გამო იყო აკრძალული.

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე მოძრაობა ცალმხრივად გახსნილია.

 

შეგახსენებთ, რომ ქვისცვენისა და ზვავსაშიშროების გამო, დღეს, დღის განმავლობაში აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი