logo_geo
„ქართული ოცნების“ ბორჯომის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი აირჩიეს
- +

24 მაისი. 2023. 22:01

 

„ქართული ოცნების“ ბორჯომის პარტიულ კონფერენციაზე, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და ბიუროს წევრები აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს პარტიული კონფერენციები გაიმართა ასევე ახალციხესა და ადიგენში.

„ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს, ადიგენის ადგილობრივ ორგანიზაციას - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე.

25 მაისს, პარტიული კონფერენციები გაიმართება ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

big_banner
არქივი