logo_geo
კასპში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს
- +

1 ივნისი. 2023. 17:27

 

 

ქალაქ კასპში  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. კულტურის ცენტრის მიმდებარედ მოწყობილია ატრაქციონები, ბავშვების განწყობაზე კი მოწვეული ზღაპრის გმირები ზრუნავენ.

 

კონცერტში  მონაწილეობას იღებენ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, საჯარო  და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები. 

 

ასევე მიმდინარეობს ფეინთბოლი - ექსტრემალური, ტექნიკურ-სპორტული თამაშები.

 

საღამოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის კონცერტს გამართავს კასპის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი და მუსიკალური ჯგუფი - გიორგი ცხადაძე და ბენდი 4+2;

 

 

big_banner
არქივი