logo_geo
ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ახალი პროექტების განხორციელება იწყება
- +

14 ივნისი. 2023. 16:32

 

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ახალი პროექტების განხორციელება იწყება“, - ამის შესახებ, განცხადება ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, დღეს გამართულ მერიის სხდომაზე გააკეთა.

 

„გაეროს განვითარების ფონდთან და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობით ვიწყებთ საპილოტე პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას, რაც მიზნად ისახავს აქ მცხოვრები ოჯახების სოციალურ ეკონომიკურ გაძლიერებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების მხარდაჭერას, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას. პროგრამის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე 100 000 ლარს შეადგენს,“ - აღნიშნა მერმა.

 

ავთანდილ თალაკვაძემ, მერიის სხდომაზე კიდევ ერთი პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესებას

 

„კიდევ ერთი პროექტი, რომელიც განხორციელდება, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესების, მათ ჩართვას სხვადასხვა აქტივობაში და სოციალური საწარმოების დაფუძნების/განვითარების ხელშეწყობას. ამისათვის „სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან“- 20 000 ლარს გამოვყოფთ. ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ოზურგეთის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურს,“ - განაცხადა, ოზურგეთის მერმა.

 

 

big_banner
არქივი