logo_geo
თორნიკე რიჟვაძე: სოფლად მეწარმეობის მხარდაჭერა გრძელდება, სოფლის მეურნეობაში ჩართული 1500-მდე ოჯახი მიიღებს დახმარებას
- +

22 ივნისი. 2023. 13:30

 

 

აჭარის მთავრობის სხდომაზე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები განიხილეს. აჭარის მთავრობის მეთაურმა საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერის და დარგის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

,,სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს და აგრძელებს სოფლად მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას და ამ მიმართულებით, დაახლოებით 5 მილიონი ლარია მობილიზებული. საოჯახო მეურნეობების კუთხით, 1500-მდე ოჯახი მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან. დავაფინანსეთ 13 პროექტი. იმედი მაქვს, რომ წელს აღნიშნული ბენეფიციართა რაოდენობა გაიზრდება” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს ორ ღონისძიებას - სოფლად მეწარმეობის განვითარება და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა. საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში შერჩეული იქნა 1424 ბენეფიციარი და მიმდინარეობს ბენეფიციარების მიერ შესყიდული სასოფლო-სამეურნეო წარმოების სხვადასხვა ტექნიკის საშუალებების თანადაფინანსება. სოფლად მეწარმეობის განვითარება ღონისძიების ფარგლებში 2022 წელში დასაფინანსებლად შერჩეული იქნა 13 წარმატებული პროექტი.

 

სოფლად მეწარმეობის განვითარება ღონისძიების ფარგლებში 2023 წელს პროექტების დასაფინანსებლად განაცხადების მიღება დაიწყება ივლისის თვეში.

 

 

 

big_banner
არქივი