logo_geo
თორნიკე რიჟვაძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 29 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა
- +

28 ივნისი. 2023. 00:14

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 29 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 29 წლისთავთან დაკავშირებით აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა სამსახურის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანზორ ჩუბინიძემ. შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის ვიცე-მერი ლევან დავითაძე ესწრებოდნენ.

,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 29 წელი გავიდა. მსურს მადლიერება გამოვხატო სამსახურის თითოეული თანამშრომლისადმი. აჭარაში ერთ-ერთი გამორჩეული შემადგენლობა გვყავს, ყველანი ვამაყობთ თქვენით. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თქვენი კოლეგების ხსოვნას.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში. მადლობა ბატონ გენერალს გატარებული რეფორმებისთვის, მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული სამსახურისთვის”, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრაზე.

სამსახურის ხელმძღვანელმა და ოფიციალურმა პირებმა თანამშრომლებს სამსახურის დაარსების დღე მიულოცეს, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

big_banner
არქივი