logo_geo
კასპში კალათბურთის (3 X 3) მუნიციპალური ტურნირი გაიმართა
- +

3 ივლისი. 2023. 13:25

 

 

„შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2023“-ის ფარგლებში  კასპში კალათბურთის (3 X 3) მუნიციპალური ტურნირი გაიმართა. ტურნირში 10 გუნდი მონაწილეობდა.

 

ტურნირის გამარჯვებულია: კასპის „იზიმანი“ - შემადგენლობა: ტარიელ თაბუაშვილი, ნოდარ ხუციშვილი და ალექსი ვარდოშვილი, რომლებმაც შემდგომ ეტაპზე რეგიონული პირველობის ასპარეზობის საგზური მოიპოვეს.

 

მეორე ადგილზე გავიდა: კასპის „მგლები“, რომლის წევრთა სამეული ასეთია: ლაშა მამულაშვილი, ლუკა ხორგუაშვილი და საბა დაბრუნდაშვილი.

 

მესამე საპრიზო ადგილი კი „კასპერსის“ გუნდის კალათბურთელებმა მოიპოვეს: ტატო მეშველაშვილი, ლევან გეჯაძე და ვახტანგ ჩხეიძე.

 

გამარჯვებული გუნდები და მოთამაშეები თასით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

 

„შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2023“-ის მიზანი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.

 

 

big_banner
არქივი