logo_geo
სოფელ გუდალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

4 ივლისი. 2023. 15:39

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, საკრებულოს სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარებითი და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ილია ქამხაძე და  მაჟორიტარი დეპუტატი კავთისხევის საარჩევნო ოლქიდან მაია კაციაშვილი მაღალმთიან სოფელ გუდალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის II ეტაპის სამუშაოებს  ადგილზე გაეცნენ.

 

გზაზე   ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს, გზის რეაბილიტაციის სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ დი როუდი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 369 992 ლარია და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

 

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა სოფელ გუდალეთში მისასვლელი გზა, რომელიც ასფალტირებული არასოდეს ყოფილა, გაუვალი იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა.

 

„პროექტი გარდამავალია,  I ეტაპი  გასულ წელს განხორციელდა და წელს დავასრულებთ. მალე ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით შეძლებენ გადაადგილებას, რომლის საერთო სიგრძე 5 818 გრძივი მეტრია“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

 

 

big_banner
არქივი