logo_geo
ძლიერმა წვიმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
- +

11 ივლისი. 2023. 11:25

 

 

ძლიერმა წვიმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა - დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, საყანე ფართობები, განვითარდა მეწყერული პროცესები; დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, სოფლებში შიდა გზები და ელექტროგადამცემი ხაზები.

 

ოზურგეთის მერის მოადგილეებმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ნიკა ბოლქვაძემ, სტიქიის შედეგად დაზიანებული უბნები მოინახულეს და მუნიციპალურ სამსახურებს შესაბამისი დავალებები მისცეს.

 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ოზურგეთის მერიასთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ჩართული იყო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები და გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

 

მერის წარმომადგენლები სოფლებში არსებულ ვითარებას დილიდან ადგილზე ეცნობიან და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

 

ელექტროენერგიის მიწოდება სოფლებში ნაწილობრივ აღდგენილია.

 

big_banner
არქივი