logo_geo
ადიდებულმა მდინარე ტეხურამ სამეგრელოში „გაერთიანებული წყალმომარაგების“ ინფრასტრუქტურა დააზიანა
- +

11 ივლისი. 2023. 12:00

 

 

სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ „გაერთიანებული წყალმომარაგების“ ინფრასტრუქტურა დააზიანა, - ამის შესახებ ინფორმაციას „წყალმომარაგების კომპანია“ ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია ქ. სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი და ქ. ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი ცენტრალური მილები.

 

„ამ ეტაპზე, რთული რელიეფისა და წყალუხვობის გამო, დაზიანების ლიკვიდაცია შეუძლებელია. მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ვერ ხერხდება. ადიდებული მდინარე ტეხურას ფონზე, კომპანიის ტექნიკური სამსახური დაზიანების ადგილამდე მისვლას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს. მიუხედავად ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვის ცენტრის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ, რათა მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლეს დროში აღუდგეს.

 

სტიქიის შედეგად, წყალმომარაგება შეეზღუდა ქ. სენაკისა და ქ. ფოთის 32 000-ზე მეტ აბონენტს.

 

კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.

 

შეგახსენებთ, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი 032 2 93 00 00“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

big_banner
არქივი