logo_geo
15 ივლისს ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს
- +

13 ივლისი. 2023. 15:34

 

 

ბათუმის შემდეგ ზაფხულის ფესტივალს უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. 15 ივლისს, ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალის მუსიკალური პროგრამა საღამოს 6 საათზე ადგილობრივი ბენდების კონცერტით გაიხსნება, თუმცა საბავშვო აქტივობებზე დასწრება მსურველებს 16:00 საათიდან შეეძლებათ. ფესტივალის მთავარი შემსრულებელი იქნება ბენდი „მგზავრები“, რომელიც ყველასათვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს. ფესტივალის ფარგლებში პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი.

 

16:00-18:00 DJ memanski

18:00-19:00 ელანძე

19:00-20:00 4up

 20:00-21:00 ჩემი ბენდი

21:00-22:00 melomaniakk

 22:00-23:00 show time

23:00-00:00 მგზავრები / Mgzavrebi

00:00-02:00 dj

 

ქობულეთის ფესტივალი ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი