logo_geo
სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა
- +

4 აგვისტო. 2023. 09:20

 

 

შოვში, სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. უკვე განხორციელდა ოთხი რეისი და ევაკუირებულია 80-მდე ადამიანი. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხვადასხვა ადგილას მოსახლეობასთან მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე მაშველები და პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.

 

ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა. მაშველებმა სტიქიის ზონაში 2 ცხედარი იპოვეს.

 

ადგილზე 400 მეხანძრე მაშველი მთელი ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული და 152 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე იყო გადაყვანილი. 50 ადამიანთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი. სამაშველო ოპერაციაში ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.

 

 

big_banner
არქივი