logo_geo
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ დროისთვის, შოვში სტიქიისას დაკარგულ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება კონტაქტის დამყარება
- +

4 აგვისტო. 2023. 10:34

 

 

შოვში, სტიქიის ზონიდან ადამიანების გამოყვანა დილიდან გაგრძელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განუცხადა. ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომლებიც მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. გრძელდება იმ ადამიანების ძებნის ოპერაცია, რომლებთანაც კონტაქტი ამ დრომდე ვერ დამყარდა.

 

გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით, ვერტმფრენების გამოყენებით და უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირი, ამ მომენტისთვის 35 ასეთი ადამიანი არის. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, დაზუსტება. ტექნიკა მობილიზებული არის, უკვე მოხერხდა 2 ექსკავატორის გადაყვანა მდინარაძე. ორ წაღებულ ხიდთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიურად მოსამზადებელი სამუშაოები და დღეს დაიწყება, როგორც ვგეგმავდით, ხიდის მასშტაბი“, - განაცხადა ქარსელაძემ.

 

 

big_banner
არქივი