logo_geo
თემურ მღებრიშვილი: თუკი დადგება დღის წესრიგში მოხალისეების საჭიროება, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც გამოიყენებს ამ რესურსს
- +

8 აგვისტო. 2023. 21:11

 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, ამ ეტაპზე შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებში მოხალისეების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს. ამის შესახებ თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„თუკი დადგება დღის წესრიგში მოხალისეების საჭიროება, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც გამოიყენებს ამ რესურსს და ეს იქნება რესურსი, რომელიც ბაზებში გვაქვს დაფიქსირებული და დარეგისტრირებული. ამ ეტაპზე საჭიროება არ დგას“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი