logo_geo
სერგი ხიდეშელი: მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, სპეკულაციებს თავი დაანებონ. ახლა არის იმის დრო, რომ გაერთიანდეს ყველა და გარდაცვლილების ოჯახებს დაუდგეს გვერდში
- +

10 აგვისტო. 2023. 11:45

 

 

შეიძლება ითქვას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პირველივე დღიდან, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, - ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა „ქრონიკასთან“ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე საუბრისას განაცხადა. სერგი ხიდეშელმა კიდევ ერთხელ განმარტა რა ღონისძიებები გატარდა სტიქიის შემდეგ და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

 

„ეს არის უდიდესი ტრაგედია. ძალიან რთულია. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ყოველდღიურ კონტაქტში ვიმყოფებით იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან, რომლებიც დაიღუპნენ ამ ტრაგედიის გამო. ურთულესია ეს ჩვენთვის, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია და მინდა კიდევ ერთხელ თანავუგრძნო ამ მოქალაქეებს.

 

მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, სპეკულაციებს თავი დაანებონ. ახლა არის იმის დრო, რომ გაერთიანდეს ყველა და გარდაცვლილების ოჯახებს დაუდგეს გვერდში. ეს არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ხიდეშელმა.

 

შოვის ტრაგედიიდან ერთი კვირა გავიდა. სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 12 დაკარგულის ძებნის არეალი გაფართოვდა, ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა უკვე 10 ადგილას მუშაობს. სტიქიის შედეგად 21 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა.

 

 

big_banner
არქივი