logo_geo
თემურ მღებრიშვილი: მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, როგორც ადგილობრივს, ისე მოხალისეს, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გვამხნევებდნენ ამ პერიოდის განმავლობაში
- +

10 აგვისტო. 2023. 12:22

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შოვში მეხანძრე-მაშველების მუშაობის ერთკვირიანი პერიოდი შეაჯამა. თემურ მღებრიშვილმა განმარტა რა ღონისძიებები გატარდა სტიქიის ზონაში და ადგილობრივებსა და მოხალისეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მინდა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, როგორც სამინისტროს სახელით, ასევე თითოეული მეხანძრე-მაშველის სახელით და ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, როგორც ადგილობრივს, ისე მოხალისეს, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გვამხნევებდნენ ამ პერიოდის განმავლობაში.

 

ძალიან გაგებით მოეკიდნენ ჩვენს მოწოდებას, როგორც სტიქიის ზონაში უკონტროლოდ შემოსვლაზე, ასევე დრონების შემოფრენით ღონისძიებებზე. ამის გამო მინდა თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი