logo_geo
ირაკლი ქარსელაძე: რიკოთის პროექტთან დაკავშირებით მოვისმინეთ ძალიან ბევრი ტყუილი, დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდებები. შოვის ტრაგედიის ფონზე, ასეთი საკითხების წამოწევა აბსოლუტურად უადგილო და უსაფუძვლოა
- +

11 აგვისტო. 2023. 18:31

 

 

რიკოთის მთლიანი პროექტის პროგრესი არის 86%. გამორჩეულად დაწინაურებულია ორი მთავარი მონაკვეთი - ხევიდან ზესტაფონამდე - შესაბამისად, პროგრესი აქ არის 90% და 96%. ამ მონაკვეთების გახსნა დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე წელს. დანარჩენ მონაკვეთებზე გრძელდება მუშაობა და 2024 წელს დასრულდება, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

 

„რაც შეეხება რიკოთს, ჩვენ ვადევნებდით თვალს კამპანიას, რომელსაც აქვს პოლიტიკური ამოცანა. ეს ყველაფერი კეთდება მოსახლეობის დაშინებისთვის, ხელოვნური სიმძაფრის შეტანისთვის და, შოვის ტრაგედიის ფონზე, ასეთი საკითხების წამოწევა და რაღაც პარალელების გავლება არის აბსოლუტურად უადგილო და უსაფუძვლო. შევეცდები მოკლედ გაგიზიაროთ რეალური ინფორმაცია ბრალდებებთან და გამოთქმულ ვარაუდებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მოვისმინეთ ძალიან ბევრი ტყუილი, დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდებები და ცილისწამება, ამიტომ თანმიმდევრობით გავყვები ამ ძირითად საკითხებს.

 

რიკოთის მონაკვეთი, რომელიც შედგება 4 მონაკვეთისგან, ჯამში ეს არის 52 კილომეტრამდე გზა, 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე დასრულებულია, 97 ხიდიდან 81 კი - აშენებული. აქედან, 12 გვირაბით და 22 ხიდით აგერ უკვე 8 თვეა, ვსარგებლობთ. მთლიანი პროექტის პროგრესი არის 86%. გამორჩეულად დაწინაურებულია ორი მთავარი მონაკვეთი - ხევიდან ზესტაფონამდე - შესაბამისად, პროგრესი აქ არის 90% და 96%. ამ მონაკვეთების გახსნა დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე წელს. დანარჩენ მონაკვეთებზე გრძელდება მუშაობა და 2024 წელს დასრულდება“, - განმარტა ქარსელაძემ.

 

 

big_banner
არქივი