logo_geo
ირაკლი ქარსელაძე რიკოთის პროექტზე: 140 ინჟინერი, ექსპერტი, სპეციალისტი არის ჩართული, საიდანაც 56 არის საერთაშორისო და 84 ქართველი სპეციალისტი
- +

11 აგვისტო. 2023. 19:23

 

 

საზედამხედველო კომპანიები ეს არის ძალიან დიდი გუნდი, სპეციალური მიმართულებების ექსპერტების. და მხოლოდ რიკოთზე 140 ინჟინერი ექსპერტი, სპეციალისტი არის ჩართული, საიდანაც 56 არის საერთაშორისო და 84 არის ქართველი სპეციალისტი, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა პროექტს, ცალკეულ მონაკვეთს გააჩნია თავისი საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია.

 

„აქაც გამოიყენება ხარისხზე დაფუძნებული შესყიდვის პროცედურა, სადაც 80/20 არის პროპორცია და ფასდება სწორედ ამ ექსპერტების გამოცდილება და მათი ჩართულობა.

 

ისევე, როგორც პროექტირებაში 40-50-წლიანი გამოცდილების მქონე ინჟინრები იყვნენ ჩართული, აქაც საკმაოდ შთამბეჭდავია - 20-30-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები და ექსპერტები არიან ჩართულნი. მნიშვნელოვანია, რომ საზედამხედველო კომპანიები ეს არის ძალიან დიდი გუნდი, სპეციალური მიმართულებების ექსპერტების. და მხოლოდ რიკოთზე 140 ინჟინერი ექსპერტი, სპეციალისტი არის ჩართული, საიდანაც 56 არის საერთაშორისო და 84 არის ქართველი სპეციალისტი. ვფიქრობ, ამ საკითხშიც ამომწურავია ის მაღალი ჩართულობა, რაშიც ჩვენს ქართველ მაღალი დონის სპეციალისტებს გააჩნიათ.

 

საზედამხედველო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მთელი გუნდი, შესაბამისი სამსახურები და დეპარტამენტები ყველა ჩართულია და ამასთანავე აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულები არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდები. ეს არის ის ერთობლიობა, რომლითაც იმართება და ვითარდება რიკოთის პროექტები“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

 

 

big_banner
არქივი