logo_geo
თემურ მღებრიშვილი: 4 ცხედრის დნმ-ის პასუხს ველოდებით
- +

11 აგვისტო. 2023. 20:49

 

 

„4 ცხედრის დნმ პასუხს ველოდებით. გარდა ამისა ადამიანის სამი ფრაგმენტია, ძირითადად ქვედა კიდურები, რომლის იდენტიფიცირება არ მომხდარა“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„მდინარის მონიტორინგი პირველივე დღიდან მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე, ვინაიდან მდინარის დონე დაწეულია, გამოჩნდა ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელი გახდა ადგილზე გადამოწმება. ეს არის სავარაუდოდ ძლიერი ტალღის შედეგად წამოღებული ადამიანების ცხედრები.

 

ხვალ, 54 კმ სიგრძის პერიმეტრი გაკონტროლდება. ეს არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მდინარის კალაპოტი გაშლილია“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

 

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მაშველები მუშაობენ.

 

 

big_banner
არქივი