logo_geo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და მედიაში ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების გაქცევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს
- +

19 სექტემბერი. 2023. 13:44

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და მედიაში ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების გაქცევის  შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს.

 

გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალება “გურიის მოამბის” მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს ექადიის ტყე პარკისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების “ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები გაიქცნენ” - ეს არის სრული სიცრუე და ოზურგეთის წინააღმდეგ ჩასაფრებული ადამიანების მიერ შეთითხნილი მორიგი ტყუილი.

 

სინამდვილეში, ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს და მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება; აქტიურად მიმდინარეობს ასევე, საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა და დასრულების ეტაპზეა ქალაქის ცენტრალური მოედნის სამუშაოები. ასევე, წარმატებით განახლდა და მოწესრიგდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოზურგეთში ახალი პროექტების განხორციელების პარალელურად, რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული მედია და მისი ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე, მუდმივად ცდილობს ოზურგეთის იმიჯის შელახვას, დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი