logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტში პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას
- +

27 სექტემბერი. 2023. 16:30

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ყოფილი ომის ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

 

მამა ალექსანდრემ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

ომის ეპიზოდები გაიხსენა ვეტერანმა მებრძოლმა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა.

 

პროცესიამ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტთან, შემდეგ კი ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაინაცვლა.

 

ომმა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, მრავალი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის არიან საქართველოს გვარდიის - კასპის ბატალიონის მებრძოლები - ისინი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად.

 

კასპის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

 

 

big_banner
არქივი