logo_geo
აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს
- +

27 სექტემბერი. 2023. 17:27

 

 

აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ხსოვნას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.

 

„დღეს, კიდევ ერთხელ გამოვხატეთ თანაგრძნობა ჩვენი გმირების ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მჯერა, ოკუპაცია დასრულდება და შევძლებთ ერთიან, განვითარებულ და ძლიერ ქვეყანაში ცხოვრებას. ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს“, -აღნიშნა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

აფხაზეთის ომში 21 ოზურგეთელი ჯარისკაცი დაიღუპა. მუნიციპალიტეტის მერიამ მათ ოჯახებს ფულადი თანხა ჩაურიცხა.

 

 

big_banner
არქივი