logo_geo
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ის გარკვეული სიკეთეები, რომელიც ევროკავშირში წევრობას მოაქვს, წევრობის გზაზე მყოფმა ქვეყნებმა მიიღონ - მიხარია, რომ ევროკავშირი პროცესს ასე უყურებს
- +

30 სექტემბერი. 2023. 00:29

 

 

მნიშვნელოვანია, რომ ის გარკვეული სიკეთეები, რომელიც ევროკავშირში წევრობას მოაქვს, წევრობის გზაზე მყოფმა ქვეყნებმა მიიღონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„უკვე ვხედავთ, რომ საქართველო ჩამონათვალშიც მოიაზრება. ეს თავისთავადაც არის ხოლმე და არც შეიძლება იყოს ევროკავშირის გაფართოება საქართველოს გარეშე. რაც შეეხება ევროკავშირის ახლებურ მიდგომას გაწევრიანების პროცესზე, მნიშვნელოვანია, რომ ის გარკვეული სიკეთეები, რომელიც ევროკავშირში წევრობას მოაქვს, ქვეყნებმა მიიღონ წევრობის გზაზევე და არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ ვინც გაწევრიანების პროცესშია, ამ სახელმწიფოებმა და ხალხებმა ეს სიკეთეები იგრძნონ პროცესის განმავლობაშიც, რადგან ისიც გარკვეული ნეგატიური მხარეა ხოლმე გაწევრიანების პროცესის, რომ შეიძლება ის გაწელილი გზა იყოს და ხალხი დაიბნეს, თუ როდის იქნება ის სიკეთეები, რომელიც წევრობას მოაქვს. შეიძლება, ის, რაც გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს რეგულაციების სახით, ამის პარალელურად სიკეთეებიც რომ ერთდროულად დადგეს, ეს მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ევროკავშირი პროცესს ასე უყურებს. იმედია, საბოლოო ჯამში, ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი