logo_geo
თორნიკე რიჟვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის რეგიონის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა
- +

2 ოქტომბერი. 2023. 16:08

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის რეგიონის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას სიჩუანის რეგიონის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე ლი ჰუი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა, განათლების, კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა.

 

თორნიკე რიჟვაძემ დელეგაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია აჭარის ტურისტული პოტენციალს, რეგიონის ბიზნეს შესაძლებლობების და აჭარის საკვანძო სატრანზიტო მნიშვნელობის შესახებ.

 

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის - სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობას. საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას. ასევე, გამოითქვა მზადყოფნა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სიჩუანის რეგიონს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესახებ.

 

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდნენ.

 

 

big_banner
არქივი